ეს დღეც შენზე ფიქრში მიილია ..
ეს დღეც შენზე ფიქრში მიილია, ისევ უფილტვებო ღამე მოვა, ყოველი დღე ჩემთვის ტკივილია, დღესაც შემომყმუვლებს დარდის ხროვა. დღესაც მთვარე არის კავალერი, ჩემთან შეხვედრას რომ ელოდება, არ დამიმალია არაფერი, და ეს ყოველ ღამით მეორდება. მაგრამ შუაღამით ისიც ქრება, სევდას დამიტოვებს უთქმელს ენით, დილა ისევ შენით დაიწყება, და დღე დასრულდება ისევ შენით. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი