არ მინდა უშენო სიცოცხლე ..


არ მინდა უშენო სიცოცხლე, 
უშენოდ არც გზების დალახვა, 
შენს გარდა ჩემს გვერდით საერთოდ, 
არა მსურს არავის დანახვა..

სენად შემყრიხარ და ამიტომ, 
ვეღარ მოვიშუშებ იარას, 
შენი ვარ სულიდან ხორცამდე, 
შენი ვარ ფიქრებით მთლიანად..

სულ ყველა ოცნება შენია, 
დილიდან მეორე დილამდე, 
ასეთი სათნო და კეთილი, 
მითხარი როგორ არ მიყვარდე...

მითხარი სულ ერთი მიზეზი, 
ხშირად მიზეზები მეტია,,
რა ვქნა ვერასოდეს მოვიშლი, 
შენს ფიქრში უშენო ხეტიალს..

ეს დღეც შენზე ფიქრში დასრულდა, 
ჩამოწვა ბინდი და წკვარამი, 
გაიგე ქალშავო შენს გარდა, 
შენს მეტი არ მინდა არავინ.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი