მიილევა შენზე ფიქრში სავსე მთვარეც ..
მიილევა შენზე ფიქრში სავსე მთვარეც, და ეს ღამეც შემოიმსხვრევს დილას მხრებზე, არ გამკიცხო ვერ ვივიწყებ თუ შენს თვალებს, არც იმიტომ თუ სხვა თვალებს აღარ ვეძებ... მინდა შენით გამითენდეს ყველა დღე და, ყოველ ღამით შენთან ერთად დავიძინო, რომ გულიდან გადავრეცხო ყველა სევდა, მაგ თვალების ზღვაში მინდა ჩავიძირო.. მზემაც უკვე მიანათა ცის კაბადონს, სულ მზიანი გაგითენდეს ყველა დილა, ჩემი გული არასოდეს არ გღალატობს, სახლამდეც ხო ჩემმა ფიქრმა მიგაცილა.... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი