რა შემიძლია? არაფერი, მხოლოდ ერთი ..
რა შემიძლია? არაფერი, მხოლოდ ერთი რამ, რომ გიერთგულო გაგიფრთხილდე შენით ვსუნთქავდე, ჩემი ოცნება ჩემი ფიქრი ჩემი ღმერთი ხარ, ვერ დაგივიწყებ ვიცი ბოლო ამოსუნთქვამდე.. მე შემიძლია გვირილები ჩაგაწნა თმებში, ყვავილებისგან მოგიქსოვო გვირგვინი ფერთა, დაუსრულებლად შენთან ერთად ვიარო მთებში, და გალაქტიკის ვარსკვლავები დავთვალოთ ერთად. მე შემიძლია გაზაფხულის წვიმაში იცი, ჩაგკიდო ხელი ყველა ქუჩა შემოგატარო, რადგან ვერასდროს დავივიწყებ შენს ლამაზ სიცილს, და მხოლოდ შენით ფერადდება ჩემი სამყარო. რა შემიძლია? დაგიკრიფო გაზაფხულს ია, ფურისულები მოგიტანო თაიგულებად, ყველა ოცნებას რადგან შენი სახელი ჰქვია, და შენზე კარგი ქვეყნად არავინ არ მეგულება. მე არაფერი შემიძლია გარდა ერთი რამ, ერთგულება კი შემიძლია მიწის მიყრამდე, თამამად ვამბობ თუნდ ვცოდავდე ჩემი ღმერთი ხარ, სხვა არაფერი შენც ჩემსავით მინდა გიყვარდე.... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი