გულჩვილი გავხდი ამ ბოლო დროს დამჩემდა ..


გულჩვილი გავხდი ამ ბოლო დროს დამჩემდა სევდა, 
თვალებიც ხშირად მისველდება ცრემლით არ იცი, 
ქარი ოცნებებს მტაცებდა და ყოველდღე ხევდა, 
ქარებს კი არა უშენობას უფრო განვიცდი.

მარტო ვარ ახლაც, შევსილია ფიქრის ფიალაც, 
ხან მეცხრე ცაზე ამიყვანს და ხან ძირს მახეთქებს, 
ისე ხარ ჩემში გაჟღენთილი ისე მთლიანად, 
რომ გულის ხშირი არითმია ხეთქავს საფეთქლებს.

აჩქარება ხარ ჩემი პულსის, ვენების ხეთქვა, 
ღია სარკმლიდან მზის სხივები შემოპარული, 
რადგან შენია ჩემი გულის ყოველი ფეთქვა, 
რადგან შენა ხარ სიყვარულის თვით სიყვარული..

საოცრება ხარ შეხამება სამყაროს ფერთა, 
უსასრულობა, ხმელეთი რომ ჰქვია სახელად, 
რამდენჯერ მსურდა მიყვარხარო შენთვის რომ მეთქვა, 
ლექსების იქეთ ვერ შევძელი ამის გამხელა..

და მეც ძვირფასო ლექსებში ვკლავ გულის ფორიაქს, 
მშველის ლექსები თუ არ მშველის ვწერ და ვიშორებ, 
ხანდახან დუმილს მივაყოლებ ჭიქა კონიაკს, 
და მაინც გულზე ლოდად მადევს შენგან სიშორე...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი