დრო გამოაჩენს
დილა თენდება, შორიახლოს ყივის მამალი, წვიმის წვეთები ხმაურობენ ფანჯრის რაფაზე, თურმე რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არი და ამ ბოლო დროს ბევრი რამე გადავაფასე... გადააფასებს, დრო გვიჩვენებს, დრო გამოაჩენს,, ბევრჯელ მსმენია დრო მოარჩენს ყველა იარას, ვისიც მჯეროდა მის სიყალბეს თუ აღმოვაჩენ, შეხედულება მეკარგება მერე მთლიანად.. გული ცივდება როცა ამდენ სიცრუეს ხედავს, და მერე უკვირთ შეიცვალე თურმე ძალიან,, და ზოგიერთი საყვედურის თქმასაც კი ბედავს,, განა ვერ ხვდება რომ ისევე თავის ბრალია.. მაგრამ სენად აქვს, ერთი რამე ედავე გაღმა, რადგან გამოღმა ისედაც ხომ უკვე შენია,, ხშირ შემთხვევაში ვერ არჩევენ მტყუანს და მართალს. შენივ ტკივილში გაგამტყუვნონ ის კი სჩვევია... უსირცხვილოდ და უსინდისოდ გაგსვრიან ლაფში, გესვრიან ტალახს, თუ დასჯერდნენ ტალახსაც კიდე, ზნედაცემული უზნეობის ცილს გწამებს ხალხში.. იმის მაგივრად დაგინახონ სიკეთე ვიდრე. არაფერს ვჩივი, მთავარია მე ვიცი ერთი, ვთესო სიკეთე დამნახავი სულ ნუ იქნება.. ყველას ცხოვრებას საბოლოოდ აწონის ღმერთი და ბოლოს ცუდი კარგად აღარ გარდაიქმნება.. მამალმა ისევ დაიყივლა დილის წესია. და გამახსენდა უფალმა რომ პეტრეს უამბო,, ჩვენვე გავეცით, ჩვენი ღმერთი, ჩვენი მესია და პეტრესავით რამდენჯერმე ხშირად ვუარყოფთ. გავეცით ღმერთი ამბორით და ვერცხლად ოცდაათ, ვგარგავთ ყოველ დღე თუ რამ შეგვრჩა სინდის-ნამუსი.. ისეთ საქციელს ჩავდივართ რომ ვიცით ცოდვაა და ამის შემდეგ მაინც გვინდა კაცის სტატუსი.. გვერქვას, გვიცნობდნენ, დავიბადეთ რადგან კაცებად, მარტო კაცობა ის არაა წვერით იარო,, ჩვენვე დავუშვით ჩვენი სულის დაბლა დაცემა, სხვას ვის ემდური? ვის აბრალებ ადამიანო!!! გათენდა დილაც, აღარ ყივის უკვე მამალიც, წვეთებიც ისევ ხმაურობენ ფანჯრის რაფაზე, შენა ხარ ჩემი ყველაფერი სევდაც წამალიც, დრო ამ სიყვარულს ვერასოდეს გადააფასებს... დილის 05:15 ს/თ შეშლილი მარშალი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი