გამოვიარე მთელი ქალაქი ..


გამოვიარე მთელი ქალაქი,
და შენზე ფიქრი ვერ მოვიცილე,
მონატრებისგან მცივა ასე თუ,,
თუ ამ ჩანქერებს მოაქვთ სიცივე..

ჩანჩქერი მიწას ასკდება დაბლა,
აი ტკივილს კი ბოლო არ უჩანს,
და ექოსავით მიიწევს მაღლა,
რადგან ღამემაც ვერ გააყუჩა..

გამოვიარე მრავალი ქუჩა,
შემხვდა არაბი, თურქი, ურია..
მაგრამ არ შემხვდნენ შენი თვალები,
რომელთა ნახვაც ასე მწყურია.

ველოდი თუმცა ისევ ამაოდ,
დავჯერდი ფიქრს და მარტოდ ხეტიალს,
ჩემს წინ მორევში ტივად ქანაობს,
დარდი რაც გულში არ დამეტია.

სიცივემ უფრო იმატა ტანში,
ჩანჩქერის არა შენი ბრალია..
შენს სახელს ჩემში ვერავინ წაშლის,
რადგან მიყვარხარ ისე ძალიან..

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი