ფერი გვიცვალეს
დღეს საქართველოს უცვალეს ფერი, და დაუკარგეს ძველი იერი, ჭკუას გვასწავლის ბრიყვი და შტერი, კანონებს გვიდგენს გადამთიელი. გაივსო მიწა ღვთისმშობლის ხვედრი, მტრებით რომლებიც გვაცლის ტრამალებს, ცოტა თუ დარჩა კაცი და მდედრი,, ვისაც სამშობლო მართლა ანაღვლებს.. ვისაც ღირსება შერჩა ურყევად, ვინც მკერდით სუფთა გულს დაატარებს, იქნებ დავფიქრდეთ ერთად სულყველა, რა მაგალითი მივცეთ პატარებს.. ვამჩნევთ და მაინც ვიბრმავებთ თვალებს. გვესმის და მაინც დაგვეხშო სმენა, შეურაცყოფენ ჩვენივე ქალებს, და ამის მწარედ გვიწევს მოთმენა... ადრე ქალები იკლავდნენ თავებს, არ ჩავარდნოდნენ ხელში ურჯულოს, ახლა კი ფართოდ უღებენ კარებს, და ამას მშვიდად გიწევს უყურო.. დღეს სამწუხაროდ ფული წყვეტს მთავარს, თუ ფული არ გაქვს ჭირდები რაში, ნელ-ნელა ვკარგავთ ჩვენს დედაქალაქს,, კმაყოფილება იგრძნობა ხალხში.. უფსკრულში ჩვენი ნებით ვეშვებით. რადგან ვშორდებით მცნებას ათიოდ, სატანა საცდურს გვაყრის პეშვებით, ერთურთს მცირედსაც აღარ ვპატიობთ.. ერთურთს არ ვინდობთ იმის მაგივრად, რომ ერთმანეთი მხრებით ვატაროთ. თითქოს უფალიც გვერდზე გაგვიდგა, და ჩვენც ვცდილობთ რომ მხარი გავყაროთ... 2 გვიბილწავენ ღვთის ნაბოძებ მიწას, გვიშენებენ ბორდელებს და ბარებს. და ყოველდღე გვაშორებენ მიზანს, საბოლოოდ ამოგვთხრიან თვალებს.. ეკლესია შეურაცყვეს ქრისტესი, ზოგიერთს ვერ გაუყვია წილი, მთავარია კარგად ჰქონდეს ბიზნესი, სულ არ ახსოვს ობოლი და მწირი. იმის ნაცვლად ემსახუროს მესიას, ცდილობს ბევრი მოიხვეჭოს ქონება.. ჯვრის წერაზე ნათლობაზე წესია ფასებშია,!, მკვდარი სულის ცხონება. ჰიპოკრატეს გატეხილი ფიცი, თუ ფული გაქვს შენია და შენა ხარ, თუ არადა დაიწყებენ სიცილს, გროშებისთვის უღირთ სულის შელახვა.. აი ასე ვიყიდებით ნელ-ნელა,,, ხორციელად, სულიერად ერთობ... სანამ თავზე ცა არ ჩამოგვენგრევა, შენს დიდებას ვერ მივხვდებით ღმერთო... ---------------------------------------------- მოდით და შევავსოთ ბარძიმები.. ლეკვებო თითებზე დასათვლელო. კვლავ ბევრი გამოზარდე არწივები, მრავალ ჭირ ნახულო საქართველოვ... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი