მე მოვდიოდი ღმერთო შენთან სულის ..
მე მოვდიოდი ღმერთო შენთან სულის საოხად, მაგრამ ბოქლომით ჩარაზული დამხვდა კარები, ამ დროს გული კი წააგავდა დაჭრილს, ნაოხარს, იცი? ცრემლით და სევდით მქონდა სავსე თვალები... მე მთელი ღამე დაგეძებდი ქუჩებში სადაც, ღმერთი კი არა უღმერთობა უფრო მეტია, რასაც კი გასცემ, ვერაფერს ვერ ღებულობ ფასად, მადლობის ნაცვლად, საყვედურებს აქეთ გეტყვიან.. დრო თუ იცვლება, რა გვეტაკა ადამიანებს???... თუკი პირიქით, დრო შეცვალა ადამიანმა,,, შენ თუ არა სხვა ვინ მომირჩენს ამდენ იარებს,,, დრომ ბევრჯელ ფეხით უსამართლოდ გადამიარა... მაკვირვებს შენი მოთმინება ღმერთო ესოდენ.. ნუთუ სუსტი ვარ ყველა დარდი გულს თუ მაჩნია, მოითმინეო რაც არ უნდა ტალახს გესროდნენ,., ამ თმენა თმენით, მალე, ყელსაც გამომაჭრიან.. მაგრამ გმორჩილებ, გიერთგულებ, უარგყოფ კიდეც.. ვერ ვუმკლავდები თუ ხანდახან მებრძვის ავყია, მე დღემდე შენი სიყვარული ბეჭებით ვზიდე და ვზიდავ მანამ სანამ მიწას არ მომაყრიან... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი