ვეღარ ვიცავ მარხვას ..


ვეღარ ვიცავ მარხვას,
ისევ ვარღვევ მცნებებს,
საკუთარ თავს ვმარხავ,
ოცნებებში დღემდე.

მენატრები ასე,
ყოველ წამს და წუთას,
სულ შენით ვარ სავსე,
გულს სულ შენთან უნდა.

წუთად ექცათ წამი,
თვალებს ცრემლით ნაბანს,
მოვიხურავ ღამით,
უშენობის საბანს...

ოცნება მაქვს ერთი,,
მხოლოდ შენთან მინდა,
არ მოგაკლდეს ღმერთის
მოწყალება ციდან...

ისევ ვარღვევ მცნებებს,
კვლავ ვერ ვიცავ მარხვას.
მედარდები დღემდე,
როცა ჩემი არ ხარ...

მეძირება გემი,
ფიქრის უნაპირო...
შემაშველე ხელი,
გთხოვ რომ არ გამწირო...

არ დავარღვევ მცნებებს,
შევინახავ მარხვას,
მე ღმერთს შეგავედრე,
თუმცა ჩემი არ ხარ..

მილიონჯერ გეტყვი,
მწამხარ და მიყვარხარ...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი