არ შემიძლია უშენობა ერთი წამითაც ..


არ შემიძლია უშენობა ერთი წამითაც, 
რა ვქნა ძვირფასო მეოცნებე ბავშვად მაქციე, 
შენზე ოცნება უსასრულო შორეთს წამიყვანს, 
თუ სიყვარული, სხვა რა ჰქვია ასეთ საქციელს...

როცა მითქვია მიყვარხარო... გაგცინებია,
მესმის ძვირფასო დაიჯერო ასე მარტივად,
მე კი რამდენჯერ თვალცრემლიანს ჩამძინებია 
და შენზე ფიქრში თავდახრილი ხშირად დავდივარ...

შემომივლია ფეხით ყველა ქუჩა ქალაქის,
და უამრავი, უამრავი იყვნენ ქალები,.,
ათასი ქალიც შენს ფეხის მტვრად თუკი არა ღირს,
მხოლოდ შენს თვალებს დაეძებდნენ ჩემი თვალები...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი