ათენგებობა (ყველა ხევსური მიწიერი მამა ღმერთია)
ეს ჩემი ხევსურეთია, ხვთით კურთხეული მხარე, აქ გავატარე ბავშობა, ჩემი ტკბილი და მწარე. უდარდელს ბევრჯელ მივლია, ხშირად ცრელებიც ვღვარე, ამ მთებზე მეტად რა ვუყო, სხვები ვერ შევიყვარე. სტუმრისთვის ტაბლა სულ გვედგა, ღიას ვტოვებდით კარებს.. მიყვარს აქ ყველა ბილიკი, სიტურფით მოგჭრის თვალებს... სიცოცხლის სასაფლაოა, ყოველი არე-მარე. დღისით მზის სხივი დაგატკბობს, ღამით ნამგალა მთავრე, ეს კურთხეული მთა-ბარი, ღმერთო შენ დაიფარე... ამ ჭიუხვებმა გამზარდეს, თავმდაბალი და ამაყი, მათ ერთგულება მასწავლეს და არა მოძმის ღალატი. აქ ლეკვებს ზრდიდა ძუ მგელი, მართვეებს დედა არწივი, არასდროს არ მოდრეკილა, მკლავი მოძმისთვის გაწვდილი, ერთნი ვიყავით სუყველა და ყველა ერთის ნაწილი. ხმლები თუ ქარქაშში გვეგო, დროშა სულ გვქონდა აწვდილი. მუდამ სწყალობდეს ხევსურეთს, ათენგენაის ნათელი, დაიკლას ბევრი საკლავი, აინთოს ბევრი სანთელი. ყონდებად ეგოს თავები დაკლული კურეტებისა, ისმოდეს დამწყალობნება, ხმატკბილი ხუცესებისა. ელაგოს ქადა-საწირი, თასებში ლუდი ღვიოდეს, მეზღვნე იმდენი ეყოლოს, რიგ-რიგით ამოდიოდეს.. არ მოშლილიყოს არასდროს, წესი და რიგი ხატისა, ჩოქ მამხრელს მადლის მამთხოვეს, მუდამ მფარველად ჰყავისა.. წყალობა გამოგაყოლოთ, მწყალობელ იყვას თქვენია, შეგვინდოს უმეცრებითა, შანაცოდვ შანაწყენია... სულის მრავალი იარა ამ მთებით მომირჩენია, ვერავინ დამათმობინებს, რაც გაჩენიდან ჩემია.. ერთგულება და სიწმინდე, წინაპართაგან გვჩევია. მამ-პაპათ ადათ წესები, მხოლოდ აქ შემოგვრჩენია.. აქ დავამთავებ წერასა, თორემ სათქმელი ბევრია. მკითხველს სამება გფარავდეთ, ღმერთმა გიმრავლოთ დღენია, ვარსკვლავებივით აბევროს, თქვენი გვარი და გენია... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი