არავინ არ იცის რა მტკივა ..
არავინ არ იცის რა მტკივა, ვერავინ ვერ ამჩნევს იარებს, გაივლის გეტყვიან მარტივად, თუ ფიქრი სხვას გაუზიარე.. არ უნდათ ან კიდევ არ ესმით, ან ესმით და არ სურთ გაგება, სანამ არ ჩამხედავ თვალებში, ვერ იგრძნობ ჩემს გულში რა ხდება... თვალები უთქმელად მყიდიან. თუ სულში ქარებმა იმატა, და სევდა იმდენჯერ დიდია, რამდენჯერ თვალებმა გინატრა.. შენაც კი არ იცი რა მტკივა, ხან ყინვა მთელ სულში დამივლის, ისე უბრალოდ და მარტივად, მეტყვი დრო მოვა და გაგივლის.... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი