მიყვარხარ... მჭირდები ესოდენ ..


მიყვარხარ... მჭირდები ესოდენ...
სული გამიწამა ფიქრებმა,
ჩემი ტკივილი რომ გესმოდეს,
ჩემამდე მოხვიდე იქნება...

კმარა თუნდაც ერთი ღიმილი,
რომ სისხლმა დაბეროს ვენები,
თვალზე დაკიდული, ღილივით
ცრემლი, შემიმშრალო ხელებით..

მითხრა უშენობა დამთავრდა,,
გამიქრო სევდა და იჭვები,
ისე შემათეთრა ზამთარმა.
როგორც ნოემბერმა ფიჭვები...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი