გადამეჩვიეო, სულს ნუ გაიმწარებ ..


გადამეჩვიეო, სულს ნუ გაიმწარებ, 
თავს ნუ დაიტანჯავ ფიქრებითო, 
უნდა შეეგუო იმ რეალობას რომ,
ერთად არასოდეს ვიქნებითო...

რადგანაც, სხვა მიყვარსო, ხომ იცი,
ვერ მოგატყუებო, უნდა მაპატიო,
მე კი სიკვდილამდე მოგიცდი...
შენზე ოცებებში ღამე გავათიო...

რადგან ერთადერთი შენი თვალებია,,,
რამაც წაუშლელი კვალი დამამჩნია,
ზუსტად ვიცი დღემდე სხვა არ მყვარებია,
ყველა ოცნებაც ხომ მათით გამაჩნია...

გული თუ ოდესმე ჩემსკენ გამოგიწევს,
მოდი და ტკივილი განკურნე ამაო...
წამით არ დაფიქრდე წლებიც რომ გავიდეს...
გული არასოდეს არ გეტყვის არაო...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი