შემშლის უშენობა შემშლის ..


შემშლის უშენობა შემშლის...
ვფიქრობ რა იქნება აწი,,
ფიქრი გონებიდან ვერ გშლის,
ცრემლით შეფერილა ღაწვი...

მიღირს ეს ცხოვრება ჩალად..
მიჭირს შეგუება ბედთან..
წლები უღიმღამოდ გავა,
რადგან არ იქნები ჩემთან...

აღარ გამახარებს თოვა,
აღარც გაზაფხული შემშლის...
ღამეც სევდიანი მოვა,
რადგან არ ვიცოცხლებ შენში.

გული გონებიდან ვერ გშლის,,,
ბევრჯელ დასველდება ღაწვი...
ვიცი უშენობა შემშლის,,,
გკარგავ ჩემი სულის ნაწილს...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი