ღმერთო რა უშველის ამ იარებს ..
ღმერთო რა უშველის ამ იარებს,,, ნუთუ ტანჯვისათვის ვიშვით მხოლოდ... ცხოვრების მეოთხედი გავიარე, მაინც არ მოეღო ტკივილს ბოლო... ხან ყველა იმედი მინავლდება, ხანაც იმედები მაიმედებს... შენზე ოცნებებში მიღამდება.. ღამეც გათენებად გამიმეტებს... ფიქრებს სიმარტოვის ეშინიათ, არ მსურს შენს გარეშე წლების ხარჯვა... წუთიც უშენობით შეშლილია, სამი მეოთხედიც აღარ დამრჩა... ვერა, ვერასოდეს შეგელევი... შენზე ოცნებები სულ თან დამდევს... წლებსაც მოგონებად შევერევი, მე ხომ შენზე ფიქრში დავიბადე... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი