გახსოვს? დაგპირდი ყვავილებით გვირგვინის ..


გახსოვს? დაგპირდი ყვავილებით გვირგვინის დაწვნას,
შენც გაგეღიმა და მივნატრი ახლა იმ წამებს,,,
მიუხედავად ყველაფრისა სხვა ქალი არ მწამს
და ვეღარავის, ვერასოდეს, ვეღარ ვიწამებ...

მე ერთგულება დავიფიცე შენთან იმ დილით,,
წვიმა ნამავდა ეზოში მდგარ ხეთა სხეულებს...
ახლა ვზივარ და ჩემს გასავლელ დღეებს მივტირი,
დღეებს, რომლებმაც უშენობით დამასნეულეს...

ვფიქრობდი, ერთად შემოვივლით ლამაზ მთა-გორებს,
მსურდა მთის წვერზე შემესმია წყარო პეშვებით...
ყველა აისი მაგ თვალებს და შენს თავს მაგონებს,,,
მაგრამ ოცნება დამიგლიჯა ბედმა ეშვებით...

და არც კი ვიცი, რა გაუძლებს სულში ამ წვიმებს,
რადგან ვრწმუნდები არასოდეს არ დაბრუნდები...
როგორ მინდოდა ზეცისაკენ ხელებ გაწვდილებს,
ერთად გვეთვალა გადამფრენი ფრინველთ გუნდები...

როგორ მინდოდა სუსხიანი დეკემბრის ღამეს,
მომევლო ისე, ვით პატარა ბავშვებს უვლიან...
ვეღარ შემიცვლის, ვეღარავინ, მაგ ლამაზ თვალებს
და მათ გარეშე არსებობა, გესმის... რთულია...

მე ისევ მინდა მოვიაროთ ერთად მთა-ბარი,,,
დაგალევინო ჩემი პეშვით წყარო ანკარა,,,
მინდა ფიფქები, შენი ხელის გულით გამთბარი...
თუმც სამწუხაროდ ბედმა შენს გზას მაინც გამყარა...

აყვავილდება ბუჩქის ძირას, ია ენძელა,
გაიკვირტება ძველებურად ბაღში ატმები,
მაინდამაინც უშენობა მე დამეწერა,,,
მომენტარები!!!, სიკვდილამდე,,, მომენატრები!!!...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი