ღმერთო მაპატიე ყველა ცოდვა ..


ღმერთო მაპატიე ყველა ცოდვა,
გულისხმიერი თუ უნებლიე,
ლოცვად წარმოთქმული მცირე ბოდვა,
ხანდახან ბოროტსაც თუ ვერ ვძლიე..

ხშირად ამრევია აზრები და
ვცხოვრობ ილუზიით საპატიო...
ხშირად მიძებნია სხვა გზებიც და
გთხოვ რომ ეს ფიქრებიც მაპატიო...

იცი ცდუნებები რამდენია,
სატანა თავისი ხერხით გვართობს,
მერე სინანული ცრემლად დამდენია,
ხშირად მიტირია ჩუმად მარტოს...

სული უბოროტო მოგიცია,
გული ალალი და საიმედო.
ბევრმა განსაცდელმა მომიწია,
შეგთხოვ არასოდეს გამიმეტო...

იცი, ვეღარ ვუძლებ აპათიებს,
სულში ქარიშხალი ბორიალობს,
ვიცი ყველა ცოდვას მაპატიებ,
რა ფიქრმაც არ უნდა მომიაროს...

ღმერთო მაპატიე თუ ვერ ვძლიე,
მცნება დავარღვიე არასრული
ცოდვა მომიტევე უნებლიე, 
რადგან შენითა მაქ დასასრული.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი