შვილი ღვთის ჯილდო


შენით უზომოდ ვარ ლაღი,
შენთან უმიზეზოდ ვხარობ,
ჩემი მიზანი ხარ საღი,
ხარ ჩემი სიცოცხლის წყარო...

შენი ყელის სუნი მიყვარს,
შემშლის დაძახება შენი,,
შენზე საფიცარი ვინ მყავს,,,
ყველა სადარდებელს შველი...

ყველა საფიქრალს და სევდას,
ერთი ჩახუტებით აქრობ,
როცა თვალები ვერ გხედავს,
მაშინ უსაშველოდ გნატრობ...

ხშირად მიმშრალებდა ცრემლებს,
ღამე, დარდიანს და ფერმკრთალს,
არასდროს გაგიშვებ ხელებს, 
მუდამ მეყოლები ჩემთან...

შენ მმატებ სიცოცხლის ხალისს,
შუქი ხარ გვირაბის ბოლოს,
ჩემი ემედი ხარ ხვალის,
და მხოლოდ შენს გამო ვცხოვრობ...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი