დღეს მომენატრე, როგორც გუშინ, როგორც ..
დღეს მომენატრე, როგორც გუშინ, როგორც გუშინ წინ... ნეტავ იცოდე რა ტკივილის მიწევს ატანა, სიგარეტივით, უშენობაც მუჭში ჩავიწვი, აღარც იმედი აღარ შემრჩა, თუნდაც პატარა... ყოველი დილა, უშენობის დასაწყისია და შენს გარეშე ვერაფერი ვერ შემიგრძვნია, ფიქრი ჯიუტობს, დაივიწყე, ის ხომ სხვისია,,, გული კარნახობს, დავიწყება არ შემიძლია... კვლავ ერთმანეთში ჭიდილი აქვთ გულს და გონებას, ასე გრძელდება რადგან უკვე დიდი ხანია, ხანდახან ვფიქრობ, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას... და გეფიცები არაფერი არ მიხარია... თუკი აქამდე მიხაროდა, შხაპუნა წვიმა, თუკი აქამდე მაოცებდნენ თოვლის ფიფქები,, მე ამ ცხოვრებამ, მტკივნეული გამაწნა სილა და მომისაჯა სამუდამოდ შენზე ფიქრები... დღეს სხვანაირად მომენატრე, არა უბრალოდ,, მაგრამ უბრალოდ, არასოდეს მომნატრებიხარ,, მუდამ გფარავდეს ცხოვრებაში ვთხოვე უფალს რომ, შენ ხომ გვერდიდან ამოცლილი ჩემი ნეკნი ხარ... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი