სისულელეა არც მიფიქრია


მე ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, 
რა შთამაგონეს შენმა თვალებმა,
სისულელეა ღმერთს გეფიცები,
უბრალოდ შენი გადაყვარება..

მიყვარხარ დღემდე ვფიცავ კაცობას, 
რომ მონატრება უფრო მაწამებს,
დავცარიელდი და ერთის ნაცვლად, 
ვგრძნობ ყველა ნეკნი ამომაცალეს..

აღარც ჰაერი არ ჰყოფნის ფილტვებს, 
არითმიები სისხლში დამიდის, 
ყველა თითო დღე სიცოცხლეს მიკლებს, 
არეულია სულში ამინდიც..

მიყვარხარ,, ისევ როგორც თავიდან, 
მაგ თვალებმა რომ მომაჯადოვეს, 
ამ წამებაში წლები გავიდა, 
შენ წაუშლელი კვალი დატოვე..

შენზე ფიქრებში ვხვდები აისებს,
დაე იქროლონ სულში ქარებმა, 
სისულელეა, არც მიფიქრია.
უბრალოდ, შენი გადაყვარება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი