ვიცინი, ვტირი და აესე ..
ვიცინი, ვტირი და აესე, დღეებსაც ფასი აქვს ხურდების, ვცდილობ რომ ტკივილებს გავექცე და მაინც ტკივილთან ვბრუნდები... ისე ვარ ხან ცრემლს ვერ ვიკავებ, ხან დარდი სულაც არ მქონია, მითხარი ოცნება იკმარე, შენამდე ოცნებაც შორია... არ შემრჩა იმედის მისხალი, თუმც კაცი იმედით ცოცხლობსო, გახსოვს რომ წამოვალ მითხარი, სოფელში, თეთრად რომ მოთოვსო... წამოდი, წავიდეთ, მიგველის, ყველგან რომ სითეთრე ატყვია და ამ მონატრებას ვით მგელი, ვილოკავ, როგორაც ნატყვიარს... ვცდილობ რომ ტკივილებს გავექცე და მაინც ტკივილთან ვბრუნდები, ვიცინი, ვტირი და აესე, დღეებს კვლავ ფასი აქვს ხურდების... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი