მტკივა ის რასაც უშენობის ტკივილი ..


მტკივა ის რასაც უშენობის ტკივილი ჰქვია, 
სულს მიჭაობებს უშენობის დილა ყოველი, 
ხან წასულებიც ბრუნდებიან ადრე თუ გვიან, 
ალბათ ეს წუთი, არასოდეს მე არ მომელის..

დილა თენდება მერამდენედ, ეს უკვე სისხამ
და ღამის ტკივილს დღესაც ისევ ღიმილზე გავცვლი, 
ვზივარ და ისევ უშენობას, ჭიქაში ვისხამ, 
ვავსებ პირამდე და დუმილით ბოლომდე დავცლი..

დაწერილ წერილს, ტელეფონში ისევე წავშლი, 
ბედნიერი დღე რომ გისურვო უფლება არ მაქვს, 
შენზე ოცნება შევიყვარე ვით ჩვილი ბავშვი, 
ვუფრთხილდები და ყოველი დღე სულ ასე გამაქვს...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი