ჩემო უფალო (როგორ არ მიყვარდე ..)
როგორ არ მიყვარდე უფალო, როგორ დავივიწყო მრწამსი, ისეთი, სათნო და უბრალო, მაგრამ, მაინც ჯვარზე გაცვით.. გაგყიდეთ ოცდაათ ვერცხლად, სამჯერ უარგყავით ყივილამდე, მერე კი თვითონვე შეგვრცხვა, ამას ვინანიებთ სიკვდილამდე... მიყვარხარ და მწამხარ სრულებით, თუმცა ხშირად მებრძვის ავყია, ვიცხოვრებ და აღვესრულები, შენს გზას, ვერასოდეს გამყრიან.. ჯვარზე გაგიკარით ხელები, ლურსმნები ვაჭედეთ მაჯებს, ამ დროს კი, მხურვალე ვედრებით, უფალს, ავედრებდი, დამსჯელს. მამაო შეუნდე კაცის ძეთ, მხურვალედ შესთხოვდი გულში, შენს ნაცვლად, ბარაბა დავინდეთ, კაცის მოძულე და მრუში... ღირსეულს, უღირსთა გაწამეთ და გვერდში ლახვარიც გაცვით, იმ თასის დაცლაც არ გაცალეთ, რაიც, ღვინის ნაცვლად გასვით. გაგხვიეთ უბრალო ტილოს და ჩაგკეტეთ აკლდამას ვერაგს, მხოლოდ ღვთისმშობელი ტიროდა და გულში იკრავდა პერანგს.. ჩვენი ცოდვებისთვის ეწამე, ჩვენივე, ცოდვილი ხელით.. აღსდექი და დღეის მესამე, განათდა, სამყარო ბნელი... ამაღლდი, თუმც არვინ ელოდა, თორმეტი მოწაფის გარდა, მათ შენი ბოლომდე სჯეროდათ და ყველას უკლებლივ სწამდა... შემინდე უფალო ეს ბოდვაც, ლექსად თუ მითქვია გულში, ხომ იცი, ყოველდღე შევცოდავ, შევცოდე, დღესაც და გუშინ. არა ვარ უფალო ბოროტი, მტერსაც არ ვუსურვებ ავ გზას, მოგყვები და მჯერა, ბოლომდის,, თუმც, ხშირად მებნევა თავგზა.. ხშირად, ფიქრებს მირევს ავყია, უნდა რომ ცოდვაში შევიდე, და მაინც შენს გზას ვერ გამყრიან, გთხოვ, ყველა ცოდვები, შემინდე!!! შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი