ღამე მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით ..


ღამე მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, 
ღამე ჩემი სულის პანტომიმა, 
რა ვქნა მენატრები ისევ გაგიჟებით, 
როგორც ძველებურად ახლაც მარტონი ვართ..

ისევ ორნი ვათევთ ღამეს ქარებიანს, 
გარეთ ნამი გვიცდის დილის სენტიმენტად, 
ზუსტად ვიცი დღემდე სხვა არ მყვარებია, 
არც შენზე ნაკლებად და არც შენზე მეტად.

რა ვუყო უშენოდ ფიქრებს ნაოცნებარს, 
დილას, გათენების თუკი ეშინია, 
მე ხომ ეგ თვალები მუდამ მაოცებდა, 
წუთში სამოცივე წამი შეშლილია..

წუთებს ვერ დაიტევს ალბათ საათიც და 
დღეებს და თვეებსაც უკვე წელიწადი, 
შენთვის უჩემობა ისე გამარტივდა, 
ალბათ აღარც გახსოვს როგორ შემიყვარდი...

ყველას მივატოვებ შენზე ფიქრის გარდა, 
მერე დავუყვები ქუჩებს ეზო ეზოდ,, 
შენი ღიმილი ხომ ისე შემიყვარდა, 
ყველა მიზეზით და თანაც უმიზეზოდ..

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი