შენს ყველა ფოტოს რომ შემეძლოს გადავხატავდი ..
შენს ყველა ფოტოს რომ შემეძლოს გადავხატავდი, შენს ყველა ღიმილს, ყველა სიცილს, ყველა მიმიკას, ნეტავ შემეძლოს ყველა სიზმარს შენზე ვნახავდი,, მე უშენობა გაგიჟების ზღვარზე მიმიყვანს.. ხანდახან მინდა, შეშლილივით ისე ვიბღავლო, რომ ამ გულიდან ამოვგლიჯო სევდა ეული, მაგრამ, არასდროს არ ვეცდები გადაგიყვარო, იქნება ფიქრობ, უკვე გყავარ გადაჩვეული.. შენს რამდენიმე ფოტოს შერჩა ჩემი ლაიქი, არ გაწუხებდა არასოდეს ჩემი სიმცირე, ალბათ გგონია, დაგივიწყე, მაგრამ რა იცი რომ, ყოველ ღამით, სველ ბალიშთან ერთად ვიძინებ... არ შემიძლია, სხვანაირად არ შემიძლია, რადგანაც შენი არსებობა ერთხელ ვიწამე, სხვა ღიმილები, სხვა თვალები ვერ შემიცვლიან, შენს თავს ხატებავ, ამ ცოდვიან დედამიწაზე. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი