დღეს კიდევ ერთ ლექსს დავწერ კრძალვებით ..


დღეს კიდევ ერთ ლექსს დავწერ კრძალვებით,
ღამე პეშვებით ჩამომბანს სახეს...
კვლავ, მონატრებად მომეძალებით,,
წუხელის ისევ, სიზმარში გნახეთ...

თმებში გიწნავდი ფერად ყვავილებს,
შენც დამორცხვება გშვენოდა ქალავ,,
ვთვლიდით, გორებზე მიმდგარ არილებს,
მკერდზე ლამაზად მაფენდი დალალს...

სიო შარფივით შემოგხვეოდა,
ბაგეებიდან გპარავდა, კოცნას
და ამშვენებდი შენ ჩემს ხეობას, 
როგორც, სიწითლე უხდება მოცხარს...

ჩვენ, ავირბინეთ სივრცე და ველზე,
თითქოს ღვიებმა რაღაც გახარეს...
ხელი ძლიერად ჩაგკიდე ხელზე
მომეკარი და თავი, დახარე...

მერე შურთხების ვუსმენდით სტვენას,
დეკების ჩრდილში კოცნას გპარავდი,,
ქვეყნად არ იყო დარდი და წყენა,
კვლავ სიყვარული აწ და მარადის...

შემოვიარეთ ცხრა მთა, ცხრა ხევი,
მთაზე დაიხრჩო თავი დილის მზემ,,
შენ, გათენებას ჩუმად გაყევი,,
მეც გამეღვიძა მამლის ყივილზე..

მე ბედნიერი ვიყავი იმ წუთს,
სიზმრად ხომ მაინც გვქონდა ჩვენ ის დრო,,,
დაველოდბი კიდევ ერთ მიმწუხრს..
განმეორებით რომ დამესიზმრო...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი