რამდენი სევდის დათმენა გიწევს ..
რამდენი სევდის დათმენა გიწევს, გულო, ნელ-ნელა ხდები სნეული, ზოგჯერ ისე ხარ, არ გყოფნის სივრცე, მკერდის კი არა, მთელი სხეულის.. ზოგჯერ ვერ მგრძნობდე მინდა სრულიად და სამუდამოდ შენში გავჩერდე, ხანდახან, პულსიც ნულის ტოლია, მაგრამ გტკიოდი გულო რამდენჯერ... ერთად რამდენჯერ ვიწამლეთ მთავარე, შხამის რამდენი შევსვით ფიალა, შენში დავმარხე რამდენი ღამე, ფეხით რამდენმა გადაგიარა... ეს ჩვენი გზაა, ჩვენი ბილიკი, სადაც მხოლოდ ჩვენ უნდა ვიაროთ, ხან მეურჩები, ხან კი პირიქით გინდა ფიქრები გამიზიარო.. ასე მომყვები გაჩენის დღიდან, შენ მიშუშებდი სულის იარებს, მხოლოდ შენ იცი მეტმა არავინ, გულში რა სტკივათ ადამიანებს. უნდა გავუძლოთ არა გვაქვს სხვა გზა, შევისისხლხორცოთ ყველა იარა, მოგონებები მიზიდო საგზლად, ეცადო დავრჩე ადამიანად... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი