ისევ მოწყენა და ისევ უძილობა ..


ისევ მოწყენა და ისევ უძილობა, 
ჩუმი მონატრება, ლექსად დანთხეული, 
ზეცა შენს თვალებში ისე იძირება, 
როგორც ლურჯ ტალღებში, უსულო სხეული...

როცა ყველა გზები იცი მოჭრილია,
ხან გსურს ყველაფერის ერთად დავიწყება, 
ირგვლივ, ხეივნების თეთრი ქორწილია, 
მაგრამ, ყველაფერიც სწორედ აქ იწყება..

შენს თავს შემახსენებს ყველა მაისი და
ისევ უშენობას, ურჩად დამპირდება, 
შენი მონატრებით, დილაც გაირინდა,
ჯანღი შემოიცვეს, ზეცის ნაპირებმა..

ცაზე ეგ თვალები აღარ კიაფობენ, 
უკვე აისებში დილაც გაფანტულა, 
ნეტავ აქ მეჯდე და შენზე მიამბობდე, 
ნეტავ მიამბობდე, ჩემო თვალხატულა...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი