რა ეშველება უშენობით დაღლილ აისებს ..


რა ეშველება უშენობით დაღლილ აისებს, 
შენს სილამაზეს დაუხარეს თავი ვარდებმა, 
ღმერთს გეფიცები, რამდენჯერაც გაიმაისებს, 
ეგ ღიმილები უფრო მეტად შემიყვარდება...

ქარია გარეთ, ოთახში კი უკრავს ფლეიტა, 
სანამ რიჟრაჟი ცაზე ღრუბლის ფარდას დახევდეს, 
აღარ ვიფიქრებ არასოდეს შენზე დღეიდან 
და მაპატიე, ეს ტყუილიც და სითავხედეც...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი