ზღრუბლზე რიჟრაჟის ნამსხვრევი ყრია ..
ზღრუბლზე რიჟრაჟის ნამსხვრევი ყრია, დილა საცაა, ჩამოხევს ღამეს.. მე ისევ შენზე ფიქრები მღლიან, მე ისევ შენზე ეჭვები მკლავენ.. მე ისევ შენზე ოცნებით ვხარობ,, შენი თვალებით დილა იწყება, თავხედობაში არ ჩამითვალო, თუ ვერ შევძელი გადავიწყება,, თუ ვერ ავჭედე კარი ოცნების, ვერ ავუკარი ფიქრებს საძელე,, ასი წლის მერეც დამეკოცნები,, მიკვირს, უშენოდ სუნთვას ვაგრძელებ... ამას მერჩივნა ძვირფასო ტყვია, მაგრამ, გავუძლებ, ბედის განაჩენს.. ჩემზე ოდექსღაც ალბათ გეტყვიან და შენც მიხვდები მერე დანარჩენს... გონებაში კი გაგკრავს წარსული, შეიძლებ ცრემლიც მოგადგეს თვალთან, მე შორს ვიქნები ალბათ წასული, ან განდეგილი საკუთარ თავთან... გაგახსენდება ერთი ყმაწვილი, ლექსით რომ ბევრჯელ ღამე გითია,, შენ დაუყვები დაღმართს გზა-წვრილით, ჩემზე კი ალბათ ასე იტყვიან, რომ ოცნებებში სული დალია, მოგონებებში ათევდა ღამეს, ნუ იფიქრებ რომ შენი ბრალია, არ მიაკარო ცრემლები თვალებს..... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი