მე ვიყავ ვინც ზევსს ცეცხლი მოპარა ..


მე ვიყავ ვინც ზევსს ცეცხლი მოპარა, 
არგონავტების ვიყავ მმართველი, 
ისიც მე ვიყავ დიდი კოპალა, 
დაბადებიდამ მერქვა ქართველი..

ეს მე ვიბრძოდი კრწანისის ბოლოს, 
ციხე ტაძრებსაც ვაგებდი რიდით,
თქვენით ვცოცხლობდი მხოლოდ და მხოლოდ, 
ორ ზღვას შორისაც მე გავდე ხიდი..

ეს მე მომკვეთეს ძირში მარჯვენა, 
გზის აბნევისთვის ძლიერ მაწამეს, 
კვლავ საქართველოს გადასარჩენად,
ვიბრძოდი რადგან ასე მასწავლეს..

ეს მე ვიყავი იუდაც პეტრეც, 
უფალს ღვინოში ძმარი ვურიე, 
ეს მე ვარ ფეხით გულზე რომ შემდგნენ,
ყორღანებთან რომ ვჩეხდი ურეიბს.

მე ვარ უბრალო მიწა და მტვერი, 
ამოღებული მე ვარ მახვილი,,
ვარ ცოტა მაგრამ ძალიან ბევრი, 
ის დროშაც მე ვარ მტრის ვერ დახრილი...

შენი გაჩენის დღიდან გიცავდი, 
რამდენჯერ მტერი ვლეწე მცხეთასთან, 
ციხე ტაძრებსაც ხო მე გიწვავდი,, 
მე მთაზე ღმერთიც გამომეცხადა...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი