უაზროდ იცინეთ არიგეთ ღიმილი ..
უაზროდ იცინეთ არიგეთ ღიმილი.. სხვებმა თუნდ იფიქრონ შეშლილი გიჟია, ეცადეთ სიცილით დაფაროთ ტკივილი, ღიმილში ტკივილი ხომ ორჯერ დიდია.. ეცადეთ ღიმილის ნიღბები მოირგოთ, შეიძლებ ძნელია, თქვენ მაინც ეცადეთ და ისიც ეცადეთ სიკეთით მოიგოთ, რომ თქვენი სიმართლე ყველა ფარსს ლეწავდეს. არ გინდათ ტყუილი, ბოღმა და ღალატი, თქვენს სულში სიკეთის მარცვალი დათესეთ, მერწმუნეთ ცხოვრება ერთ სუნთქვად არა ღირს... რა იცი, ხვალ იქნებ პულსიც კი გაჩერდეს.. ერთმანეთს ყოველთვის გულები გავუთბოთ... ვაჩუქოთ ღიმილი, სითბო და ალერსი, ვეფეროთ, გვიყვარდეს, ვენდოთ და გავუგოთ,,, რომ მერე არ შეგვრცხვეს ჩახედვა თვალებში... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი