უიმედოა, სიყვარულზე ახლა სიტყვები ..
უიმედოა, სიყვარულზე ახლა სიტყვები, რადგან მარწმუნებს ყოველი დღე ისე მკაფიოდ. მე ჩემს ეკლიან საცალფეხო ბილიკს მივყვები და ჩემს იმედებს უიმედო ტკივილს ვპატიობ. აუტანელს ხდის, იმედებს რომ, იმედი გიკლავს, ხან საკუთარი თავიდანაც გასვლა გწადია, ჯოჯოხეთს უდრის, შეგუება ვინც გულით გიყვარს შენზე, არ ვიცი თითქმის უკვე წელიწადია.. მე შეიძლება ყოველდღე ან კვირაში ერთხელ, როცა ხატებთან დამინთია ერთი სანთელი. შენ შეიძლება, წლების შემდეგ შემთხვევით შემხვდე, შემხვდე და ისევ, არაფერი გქონდეს სათქმელი.... დედა მარიამს მე შევთხოვე ყველგან გიცავდეს... იმ ერთი სანთლით, ყოველდღე თუ ერთხელ კვირაში, მთელი ცხოვრება ღიმილები ტუჩებს გიწვავდეს, ამ თხოვნით მუხლი მომიყრია უფლის წინაშე.. გავუძლებ მე ჩემს ქარტეხილებს, სიცივეს ყინვებს, ერთი აუგიც არ დამცდება ბედზე არასდროს... ძალიან მინდა რომ ამ ღამით მოვიდეს ვინმე ჩემთან და შენზე მთელი ღამე მელაპარაკოს.... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი