წვიმამ ცრელები არ მაპატია ..
წვიმამ ცრელები არ მაპატია, ხოდა ორივენი ვსევდიანობთ, შენზე კარგი სხვა ვინ მაბადია, ცრის და მეკი გარეთ ვხეტიალობ. ისე მიბერავენ ქარები და სულში ქარიშხლების სეზონია, ახლა ვხვდები როგორ მყვარებიხარ, ალბათ არც მახსოვხარ შენ გგონია. მე ხომ სამუდამოდ გიწამე და სულში სამლოცველო აგიშენე, ვთქვი რომ სიკვდილამდე მეყვარები, როგორ დაგივიწყო ამის მერე. ზეცას დაუხრია თვალები და სულ მთლად უტირია ყველა წვეთი, ახლა ვხვდები როგორ მყვარებიხარ, შენ ხარ მიწიერი ჩემი ღმერთი... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი