დედი მაპატიე, დღესაც ვაგვიანებ ..


დედი მაპატიე, დღესაც ვაგვიანებ, 
ვიცი, სევდიანი წვები... 
ისევ ტკივილები გულში დაიამე, 
დარდმა გაგითეთრა თმები...

ვიცი მელოდები, ტახტზე ჩამომჯდარი, 
ელი რომ შემოვხსნი კარებს, 
ფიქრში გეცრემლება გული ამომჯდარი, 
ცრემლი შეშრობიათ თვალებს...

დედი მაპატიე ისევ ვაგვიანებ, 
ვიცი, დამნაშავე რომ ვარ, 
დილას რომ წავედი, ასე დაგიბარე, 
სადღაც ორ საათში მოვალ...

ვიცი შენი ორი საათიო, 
მომძახე კიბეზე ჩასულს, 
ღამე სხვაგან არსად გაათიო, 
ღმერთმა აგარიდოს ავსულს.

სახლიდან როგორც კი გავალ, 
ხატთან გადაიწერ პირჯვარს, 
დილით მომიდუღებ ყავას, 
ლოგინთან დამიდგავ ფინჯანს.

აი დამათენდა ტკბილო, 
შენზე წერაში და ფიქრში, 
დროზე რომ მოვიდე ვცდილობ, 
მაგრამ ხელს სულ რაღაც მიშლის.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი