ლექსს დაწერ უთუოდ, ღამეა ისეთი ..
ლექსს დაწერ უთუოდ, ღამეა ისეთი,.. ოთახში სიჩუმე ზედმეტად ხმაურობს... ოთახს რომ მოიცავს, ფიქრებით ის ერთი, ის ერთი, რომელსაც, სულს და გულს დაუთმობ.... უმისოდ სიცოცხლე ჩალად რომ არ გიღირს, ღამეებს რომ ჟღინათვს თამბაქოს სურნელი, სარკმელთან სისველე წამწამს რომ დაგიხრის, როდესაც იძინებ სიზმრებში სულ ელი... სიკვდილის სარეცელს უარს რომ არ ეტყვი, ფიქრებით იჩემებ უზომოდ და გტკივა, გარეთ კი ცა გდია ოცნებით ნასეტყვი. დღეები?? ჰო ასე გადიან მარტივად. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი