მამა გაბრიელს...


მიყვარხარ და მწამხარ მამაო,
აღმსარებელო და სალოსო.
ტკივილებს აყუჩებ ამაოს, 
ციდან შენი ლოცვა გვწყალობსო.

მხოლოდ უფლის გზებით მავალო, 
ქრისტეს სულიერი მრწამსის, 
წყლულზე დადებულო მალამოვ, 
მოწყალევ, ურწმუნო კაცის.

გირწმუნე, გიწამე სრულიად, 
მიჭირს და მოგიხმობ მამას, 
რწმენაში მთავარი სულია, 
თვითონვე გვასწავლი ამას...

მე ვიცი რა გზებით გივლია, 
რა მძიმე გოლგოთა გერგო, 
არასდროს არ დაგიჩივლია, 
გიჟადაც შეგრაცხეს ერთ დროს.

ფსიქოპატს გადარეს მთლიანად, 
ხატები დაგქონდა სულ თან, 
ლენინს და ჯალათებს კი არა, 
დიდება!!! გამჩენს და უფალს.

კელია უფანჯრო და გრილი, 
ლოდიც კი გდებია სასთუმლად, 
მუხლები ლოცვაში დაღლილი
და ასე ცხოვრება დასრულდა...

მშველოდი, მშველი და მიშველი...
კვლავ ტკივილს მიყუჩებ ამაოს, 
მე სული გიძღვენი შიშველი, 
შენ გამაძლეირე მამაო...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი