მე ერთი უბრალო ხევსური ბიჭი ვარ ..
მე ერთი უბრალო ხევსური ბიჭი ვარ, მაქვს მოკრძალებული ცხოვრების რიტმი და ხანდახან სულიც კი კბილებით მიჭირავს, იყო დრო ოთახში მზე სხივებს მითვლიდა.. მე ერთი უბრალო ალალი ფხოველი, ვშობილვარ, გავზრდილვარ, მოვკვდები გავა დროც, ჩვენ კი არ ვიზრდებით უბრალოდ დრო გველის, დრო გაგვდის და მერე ვხვდებით რომ ამავ დროს, მიწა და მტვერი ვართ, უბრალო მღილი და სულები, რომლებსაც სხეული აცვიათ, რა მოხდა თუ ნერვებს ვივარცხნი დილიდან და ნერვებს ისევე, ნერვები მაცლიან.. ცუდში სულ კარგს ვეძებ ასეთი ნიჭი მაქვს, არასდროს ვუყურებ თვალებით შურიან, ხო ხდება ხანდახან კბილებით გიჭირავს, სული და სიცოცხლეც შეშლამდე გწყურია. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი