გინდა რომ წერო, ყველაფერზე ანდა ..
გინდა რომ წერო, ყველაფერზე ანდა პირიქით, ხშირად ისე ვარ, არაფერზე წერა არ მინდა, როგორც სარძევე კბილს, ჩავლილ დღეს ისე მოვიცვლით, გამოიჩეკოს მეორე დღე რადგან თავიდან... გადიხარ გარეთ, ესალმები ქუჩებს და სახლებს, თვალებს აცეცებ, ნაცნობს ეძებ დილა ადრიან, მზის სხივებს მალე გაუშლიან ღრუბლები დახლებს, გაჩერების მზე არ გინახავს წელიწადია... აღარ გადიხარ არც ბირჟაზე, თითქოს დაგღალა, ხარჯვამ დღეების უმიზნომ და უმისამართომ, თითო ტკივილზე გემატება თითო ჭაღარა და გინდა თმებში, გაზაფხული გამოაზამთრო. სამუშაოდან გადაღლილი ბრუნდები უკან, ღამეა, ცაში ღრუბლის ტანში მთვარე მარხია, ქარი ფოთლების მელოდიას ხმადაბლა უკრავს, ფიქრობ, შევუვლი ბიჭებს ვნახავ არ მინახია, დიდი ხანია მოგენატრა მათთან ქიშპობა პოეზიაზე, რომ გატყვია სულში იარად, შენ დაუმტკიცებ რომ ჭილობში მღვდელი იცნობა, თან ჩამოუთვლი ვინ რა გზები გამოიარა.. როგორ ეწამა, როგორ აღსდგა, როგორ გესლავდნენ, ცხოვრება ხავსად მოეხვია როგორც ხვიარა, შინ დაბრუნებულს, ქუჩებიც კი არ მიესალმნენ, ქუჩები სადაც მან ბავშობა გამოიარა... უკითხავ შენი საყვარელი პოეტის ლექსებს, კუთხეში ფარდა ატუზულა სევდის ჩრდილებად, ხაზგასმით ამბობ, მოკვდავები ცდებიან. ბევრჯერ, ამბობ და ხვდები რომ ხმა აღარ გემორჩილება... რომ გადაფაროს უნიჭოთა და არა მარტო, სიცილ-ხორხოცი, როცა ვაბშე სხვა გზით მიდიან, ვისაც არ ესმის არასოდეს არ განუმარტო, ის პოეზია რაც ძარღვებმაც ვერ დაიტია... ფიქრობ და გიკვირს, რომ ტვინები მაგრად გამოშრნენ, სულ არ ანაღვლებთ, დღეები რომ უქმად გადიან, სწორედ ამიტომ აღარ გინდა ხალხში გამოჩნდე, საკუთარ თავში იკეტები უკვე ცხადია. სულ მინდა ვწერო, არაფერზე ყველაფრის გამო, მაგრამ ლექსსაც ხომ დასრულება ჭირდება ბოლოს, სულ იმას ვცდილობთ, ერთმანეთი როგორმე ვავნოთ, ამას ვეჩვევით, მოგვწონს კიდეც და ასეც ვცხოვრობთ. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი