სულს მოგცემ მეგობარო


სულსაც მოგცემ. ...

ეს იყო გუშინ ღამის ორისკენ, 
ტვინის უჯრედებს ხრავდა კოჰენი, 
შემომხედე და მკითხე მომისმენ?? 
მე დაგეთანხმე შენ კი მოყევი,

შენი ცხოვრების ყველა ტკბილ-მწარე 
და ის დღეები შინ მოუსვლელი, 
რომ ხორცი ბევრჯელ გამოიცვალე, 
სული კი მაინც დაგრჩა უცვლელი...

შენ გაიხსენე კლასი მეხუთე, 
როცა ცხოვრება გახდა მუქ მწვანე, 
გულში ძლიერად ძმა ჩაიხუტე 
და ბავშობისთვის ვერც მოიცალე..

წამი პაუზა, ნაპასი, კვამლი, 
მერე საქარე მინა ჩაწიე 
და ბავშობაში, ბავშვობის მალვით, 
თვით ბავშობიდან გამოაღწიე..

სტუდენტობაც კი არ დაგაცადეს, 
მხოლოდ მიეღოთ მარტო თავისი, 
ხელიც გვთხოვეს და ცოლიც გაგხადეს, 
რადგან იყავი გამონაკლისი..

ოჯახი, კერა, სითბო სიმშვიდე 
და როგორც ხდება უფრო მეტად კი, 
შენ ყოველ დილით ჩამოიშლიდი 
თმას და ქმარს ყავას გამოუტანდი.

შენ ისე გწამდა შენი სიმშვიდის, 
ემოციების, შვილთან შეხების, 
რომ გკითხეს მუცელს თუ მოიშლიდი?? 
შიგ ხო არა გაქვთ?? ჰკითხე შემთხვევით.

შემდეგ დაიწყო სულის ხოკვები, 
არაფერში არ ჩანდა ცვლილება, 
ყველა ფიქრობდა მაინც მოკვდება, 
დაიწყეს შენი გამოტირება. ...

ღრმა ნაპასი და კუთხიდან ტუჩის, 
ბოლმა დაორთქლა მინა საქარე, 
სიკვდილს ებრძოდი და გადაურჩი. 
აქეთ სუდარა გადააფარე.

შენი დაღუპვა ყველამ იდროვა, 
ლაზარესავით მკვდრეთით აღსდექი, 
სუყველამ ცოცხლად გამოგიგლოვა, 
ქმარიც არ იყო წინააღმდეგი.

მაინც იბრძოლე და არ დანებდი, 
რწმენით კურნავდი ყველა იარებს, 
ფიქრობდი უფრო შეგიყვარებდნენ, 
მას შემდეგ რაც შენ გამოიარე..

ეს სასჯელია თუ საჩუქარი, 
ბედის, რომელსაც ასე ვანაღვებთ.. 
და შენი თავის უცხო სტუმარი, 
გზავნიდი მაინც ნდობის ბარათებს..

ელოდებოდი, მომენტს ხელსაყრელს, 
ფიცს უერთგულე ბოლო კარამდე, 
ბავშვსაც ზრდიდი და ყველა ხელსაქმეს 
ითავისებდი როგორც მანამდე ...

ბანალური რომ არ გახდეს რითმა, 
დასარულამდე ცოტა მიკლია, 
მაკვირვებს ხალხი რითი ვერ მიხვდა, 
რასაც თესავენ მასვე იმკიან.

უკვე მეშვიდე ღერსაც ასრულებ, 
მე უადგილოდ ისევ ვიხუმრე, 
როგორც სჩვევიათ ერთხელ წასულებს, 
კარი ამაყად გამოიხურე...

მე სანთებელა შენ ღერი მერვე, 
ჩაწვი დასრულდა მომცრო იგავი, 
ტუჩის კუთხეში ვკვნეტავდი ნერვებს, 
შენ კი საოცრად მშვიდი იყავი.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი