მე ვწერდი შენზე, ვწერ ჩემო და შემდეგშიც ..
მე ვწერდი შენზე, ვწერ ჩემო და შემდეგშიც დავწერ, რადგან შენა ხარ ერთადერთი ჩემთვის ევა და ვერ გადავურჩი უშენობის, ცხოვრების სასჯელს, დაბადებიდან ეს გული ხომ შენთვის ღელავდა... რა იდეალიც დავისახე ხატად ქმნილებად, ის იდეალი დავინახე მე მხოლოდ შენში, ზუსტად იგივე არაფერი იყო ცვლილება, შენ ის ნეკნი ხარ რომელიც მე მაკლია გვერდში. შენ ის წვეთი ხარ რომ აბრუნებს სიცოცხლის ძალას, მზის ერთი სხივი შავ ღრუბლებში გამოტყორცნილი, ის ბილიკიც ხარ რომ აგრძელებს მწვერვალზე სავალს, აპრილის თვეში ალუბლების თეთრი ქორწილი. ხარ აგვისტოში ბალახებზე დაყრილი ნამი და სექტემბერში გადამსკდარი ვაზის მტევანი, წუთში შეშლილი სამოცივე შენა ხარ წამი, ფურცლებზე ლექსად დაქცეული შენ ხარ მელანი. ოქტომბრის წვიმა გაყვითლებულ ფოთლების თქეშში, დეკემბრის თვეში მოფარფატე ფანტელი ციდან, ის სილაზე პირველად რომ ჩამოთოვს მთებში, ის ყვავილი ხარ, ზაფხულამდე თოვლი რომ ზრდიდა. შენ ხარ სამყარო, აურაცხელ ფერთა გამათი, ის სიშორე ხარ ჰორიზონტზე ობლად რომ გდია, ჯერ ოცნებები მაჩუქე და მერე წამართვი, შენ ხარ ის ვისაც მონატრება დღეს ჩემი ჰქვია. შეშლილი მარშალი (მე ვწერდი შენზე, ვწერ ჩემო და შემდეგშიც დავწერ, რადგან შენა ხარ ერთადერთი ჩემთვის ევა და ვერ გადავურჩი უშენობის, ცხოვრების სასჯელს, დაბადებიდან ეს გული ხომ შენთვის ღელავდა... რა იდეალიც დავისახე ხატად ქმნილებად, ის იდეალი დავინახე მე მხოლოდ შენში, ზუსტად იგივე არაფერი იყო ცვლილება, შენ ის ნეკნი ხარ რომელიც მე მაკლია გვერდში. შენ ის წვეთი ხარ რომ აბრუნებს სიცოცხლის ძალას, მზის ერთი სხივი შავ ღრუბლებში გამოტყორცნილი, ის ბილიკიც ხარ რომ აგრძელებს მწვერვალზე სავალს, აპრილის თვეში ალუბლების თეთრი ქორწილი. ხარ აგვისტოში ბალახებზე დაყრილი ნამი და სექტემბერში გადამსკდარი ვაზის მტევანი, წუთში შეშლილი სამოცივე შენა ხარ წამი, ფურცლებზე ლექსად დაქცეული შენ ხარ მელანი. ოქტომბრის წვიმა გაყვითლებულ ფოთლების თქეშში, დეკემბრის თვეში მოფარფატე ფანტელი ციდან, ის სილაზე პირველად რომ ჩამოთოვს მთებში, ის ყვავილი ხარ, ზაფხულამდე თოვლი რომ ზრდიდა. შენ ხარ სამყარო, აურაცხელ ფერთა გამათი, ის სიშორე ხარ ჰორიზონტზე ობლად რომ გდია, ჯერ ოცნებები მაჩუქე და მერე წამართვი, შენ ხარ ის ვისაც მონატრება დღეს ჩემი ჰქვია. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი