რაღაცეები მეორდება ისევ ნაკლებად ..


რაღაცეები მეორდება ისევ ნაკლებად, 
ისევ ის დროა, შუაღამის რაღაც წუთია, 
როცა დღეები უშედეგოდ ასე გვაკლდება 
და არსებობას იმედების წამზომს უთვლიან.

ძაღლი კი ყეფით ეთხოვება ქუჩის ურიას, 
ოთახში კვამლი, სიგარეტი, ყავა, სათითე, 
ეხლა ეგ ხმა და ეგ თვალები ისე მწყურია, 
ჩემი რომ ვიცი, ხვალ ამ დრომდე ისევ მოვითმენ..

რომ მოთმინება ერთადერთი, გასაღებია, 
ყველას რომ თავის კალაპოტში დაახარისხებს, 
ხან იმედებიც უიმედოდ ისე კვდებიან, 
ეგ მაშინ ხდება გაღიმებას რომ არ მაღისებ.

"მე შენი სული შევიყვარე სხეულზე მეტად'',
და შენი სუნთქვა მეჩემება პირთან ბალიშის,
წარსულის გარდა, ვერც აწმყოს და მომავალს ვხედავ, 
იქნებ მინდოდა ან იქნება ძალით გაგიშვი...

იქნებ მინდოდა უჩემობა გამოგეცადა, 
რადგან ადგილის არ მჩვევია ტკეპნა რამეთუ,
ვერც წარმოიდგენ ქარბორბალა როგორ ლეწავდა, 
გემს და უნდოდა კაპიტნობა სხვისთვის დამეთმო..

ისევ ის დროა, ისევ ის დრო რაც იყო შარშან, 
დროც დედაც მოვტყან, თუ ველოდეთ დროც აღარ მოვა,
სალაპარაკოდ ვერ ნათქვამი ლექსები დამრჩა, 
ახლა ვზივარ და პოეზიას ვუკითხავ მორალს.

შეშლილი მარშალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი