შენზე ფიქრებში გავტეხავ ღამეს ..
შენზე ფიქრებში გავტეხავ ღამეს, შენ კი ლოგინში ტკბილად ნებივრობ, რა მოვუხერხო შენს ლამაზ თვალებს, წადილი როგორ გავაგებინო.. თუ ყოველი დღე შენით იწყება, ჩემი ოცნების თუ ხარ სათავე, ხარ ჩემი დიდი თავდავიწყებაც, ვათევ ღამეებს შენზე ნაწამებს. შენშია ყველა რაიც მე მხიბლავს, ბროლის ყელი და ნაზი ტუჩები, ხვალაც ისევე ვიფიქრებ შენზე, თუკი ამ ღამეს გადავურჩები. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი