ლექსით აღსარება
ღმეთო შენ მომეცი ძალა, ძალა რომ დავძლიო ბოროტს, როგორც აქამდე და კვალავაც, რადგან შენ გიწამებ მხოლოდ.. ვცხოვრობ უბოროტო გულით, მაგრამ წამბილწვია ენა, არ გამიყიდია სული, არ დამიკარგია რწმენა.. ბევრი ჩავიდინე ცოდვა, მაგრამ არ ვყოფილვარ მტერი, მიიღე ეს ბოდვა ლოცვად, რადგან ვარ მიწა და მტვერი. ვინ იცის ვაწყენინე რამდენს, უპირველესად კი მშობლებს, ამდენი შეცდომის ჩამდენს, ღმერთო ხომ შემინდობ ცოდვებს??? მინდა პატიება გთხოვო, და ვთქვა აღსარება წამით, მე შენი იმედით ვცხოვრობ. და ვამბობ ყოველთვის,, ამინ!!! შეშლილი მარშალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი