დედაჩემს


ვიცი რომ ჩემზე ფიქრი გაწამებს,
და დარდმა თმაში თეთრად დაგთოვა.
ვიცი რომ ცრემლი გილბობს წამწამებს,
შვილებზე ფიქრმა გაგიმარტოვა..

სწუხარ და ვიცი მლოცავ შორიდან.
გინდა რომ ვიყო მუდამ ჯანმრთელი,
აქ შენი ლოცვა წვიმად მოვიდა,
და დააფინა უხვად ნათელი..

ვღონდები როცა მოწყენილს გხედავ,
სახე სულ მინდა გქონდეს მზიანი,
პირველი სიტყვა წარმოვსთქვი დედა,
გაბედული და ხალისიანი...

არ მიყვარს როცა დადრიანი ხარ,
მინდა ღიმილი მუდამ გეფინოს!!!
რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!!!
მსურს მთელ ქვეყანას გავაგებინო.

შენი ტკივილი მინდა მტკიოდეს,
შეგიმსუბუქო დარდი ეგების..
ხანდახან ცრემლებს ვეღარ ვიოკებ
და მხოლოდ შენღა მეიმედები....

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი