ჭორმეშავს (ჩემი სოფელი ..)


ჩემი სოფელი ჩემი საუფლო,
ჭორმეშავი და დიხნეგის ჭალა.
აქ ყვავილებიც ღმერთთან საუბრობს.
აქ ვერსად ნახავ ორგულს და მავანს.

აქ სხვაგვარია მთა და ბუნება. 
აქ სპეტაკია ხეთა კვირტებიც.. 
წყარო ბალახებს ეჩურჩულება,
ტკბილად მღერიან ჭრელი ჩიტებიც.

შემოვლილი მაქ ფეხით ეს ჭალა, 
დამილახია ხშირად ეს მთები.
აქ არ დაკარგავ მუხლებში ძალას.
აქ არასოდეს არ დაბერდები.

ბევრი ვაჟკაცი გაზარდა ამ მთამ,
ბევრსაც დაუგო მიწის ლოგინი. 
მაგრამ ყოველთვის იდგა მედგარად,
იყო სიცივით გულდაკოდილი...

ათენგენობას საკლავი იკვლის,
ხევისბერი ხალხს დაამწყალობნებს.
აქ წინაპართა ხსოვნისაც ითქმის. 
აქ წაუქცევენ ჭიქას ახლობლებს.

აქ ადრე დიდი სოფელი იყო.
ახლა კი მხოლოდ ნასოფლარია. 
სიცარიელე სიზმარს გავს თითქოს,
და გული მტკივა ო რა ძალიან..

ხალხმა დატოვა თავისი კერა
და სისპეტაკე დათმო მთებისა.
ჭორმეშავს კერა ანთია ჯერაც.!.
ნუ სჯერათ მისი დაბერებისა.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი