წამო
წამო, გავიხიზნოთ მთაში, ნისლებს შევერიოთ ფიქრად, ყვავილებს გიწნავდე თმაში. ჩვენზე ლეგენდები ითქვას. მოდი გავიტაცოთ სივრცე, ღრუბლებს შევერიოთ თეთრად. ჩემში, სალოცავად იქეც. მესმის შენი გულის ფეთქვა. სახლი ავიშენოთ ტყეში, ბაღი გავაშენოთ ეზოდ. თეთრი შევირიოთ თმებში, სულის ტალკვესები ვლესოთ. წამო, გავეპაროთ ქალაქს, სადმე ხევსურეთის მთებში. დღეებს მიღამებდე კოცნით, გვირილებს გიწნავდე თმებში. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი