მინდა
მინდა ისეთი ლექსი დავწერო, რომ აადუღოს სისხლი ძარღვებში, შენი მშვენება სრულად აღწეროს. და ეს გრძნობები, შენზე ნაგეში. მინდა, მოქუხდეს როგორც არაგვი, როგორც მთებიდან ზვავის მოწოლა. ულევი ჰქონდეს სიტყვის მარაგი და აბრიალდეს ძლიერ კოცონად. მინდა არწივის გაფრენას გავდეს, ყველა ტაეპი და ყველა სტროფი. შენი სიშორე, სიყვარულს მმატებს და ოცნებისთვის, ღამეც არ მყოფნის. მინდა აზვირთდეს ჩემი ლექსები, და აბობოქრდეს ტალღა სტრიქონთა. რომ, ღრმად გაიდგას ხალხში ფესვები. და მიხვდნენ თუ ცეცხლი მიმქონდა. მინდა რომ იყოს ცის პირის ტეხა, როდესაც მთაზე ამოანათებს, და როცა ჭიუხს დაატყდეს მეხად, ზედ დაემჩნიოს მის მკაცრ ქარაფებს. მინდა მოგავდეს ხირიმის ქუხილს, მთებიდან ზვავის მოგავდეს ქროლვას, ხანდახან გული უმატებს წუხილს და მონატრებაც კვამლივით ბოლავს. მინდა ჩაგიკრა გულში ძლიერად, მომიალერსოს შენმა ხელებმა.!. ((( დავწერ სტიქონს და წავშლი მაშინვე და ვფიქრობ შენ თუ შეგეფერება))) შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი